ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში აცხადებს ვაკანსიას - რეგიონებში მომუშავე იურისტის პოზიციაზე.

იურისტი იმუშავებს საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის  “არა-დომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით“ ფარგლებში, რომლის მიზანია არადომინანტი რელიგიური/ეთინიკური ჯგუფების უფლებების დაცვა და მათი დემოკრატიული მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მყარი მობილური იურიდიული კლინიკების ამუშავება აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისა და პრაქტიკების იდენტიფიცირების, სამართლებრივი დახმარების და გამოვლენილ საჭიროებებთან დაკავშირებით ადვოკატირების პროცესის ორგანიზების მიზნით.

კლინიკები თითოეულ რეგიონში იმოქმედებს 8-8 თვის განმავლობაში. მობილური კლინიკის ორგანიზების მიზნით იურისტი რეგიონებში პერმანენტულად იმუშავებს. ადგილზე ცხოვრების ხარჯები ორგანიზაციის მიერ იქნება უზრუნველყოფილი.  

იურისტის ძირითადი საქმიანობა იქნება:

  • აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონებში პერმანენტული საველე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისა და პრაქტიკების იდენტიფიცირების მიზნით;
  • ადგილობრივ თემის ლიდერებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო და თანამშრომლობის არხების შექმნა და მხარდაჭერა;
  • ადგილზე არადომინანტი რელიგიური/ეთნიკური თემების საჭიროებების და წუხილების გამოვლენა და ადვოკატირების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ადგილებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მუდმივი გაზიარება თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ჯგუფთან;
  • ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე პროექტის იურისტების გუნდთან ერთად, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
  • მონაწილეობის მიღება ცენტრალურ და ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე.
  • პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი საჯარო ან კერძო სამართლის მიმართულებით);
  • სამოქალაქო სამართლის ან საერთო მიმართულების ადვოკატის სერტიფიკატი;
  • კერძო ან საჯარო სამართლის დარგში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია, ადვოკატად ან სხვა რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის კარგი დისციპლინა, პროაქტიულობა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ადგილზე თემთან მუშაობის ენთუზიაზმი და ინტერესი; 
  • სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;

სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected];  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - რეგიონებში მომუშავე იურისტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/