“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

ადვოკატი იმუშავებს EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულებებიც არის:

  • სასამართლო სისტემა;
  • სამართალდამცავი ორგანოები;
  • ნარკოპოლიტიკა;
  • უსაფრთხოების სექტორი;
  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • ბენეფიციარის ინტერესების დაცვა და წარმოდგენა საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოების წინაშე;
  • ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება;
  • საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
  • საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების მომზადება;
  • საველე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების მდგომარეობის დოკუმენტირებისა და დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
  • საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრეინინგების ჩატარება;
  • სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა, საქმიანობის სფეროსა და  წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით;
  • საქმიანობის სფეროსა და  წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
  • პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით);
  • სისხლის სამართლის ან საერთო მიმართულებით ადვოკატის მოწმობა;
  • სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია,  ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected]; 

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სისხლის სამართლის ადვოკატი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/