ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მიმართულებით.

სტაჟიორის ძირითადი მოვალეობა იქნება ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მენეჯერის მხარდაჭერა და ასისტენტირება, შემდეგი მიმართულებით:

  • მედიამონიტორინგის განხორციელება;
  • სოციალური მედიის მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვდასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • ორგანიზაციის პუბლიკაციების და სხვა მასალების  პროდუქტებად გარდაქმნისა და ვიზუალიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • ვებ-გვერდის ადმინისტრირება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის (ან მათთან დაკავშირებული რელევანტური) მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
  • შემოქმედებითობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: სტაჟიორის ჰონორარი შეადგენს 200 ლარს.

სტაჟირების პერიოდი: 3 თვე

განაცხადის წარდგენის პროცესი

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected]; 

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - სტაჟირება

EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/