“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” 2019 წლის 2 დეკემბერს ორგანიზებას გაუწევს ერთდღიან ტრენინგს სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის, თემაზე “მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები”.  ტრენინგი აკრედიტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და მონაწილეთათვის ითვალისწინებს 6 აკადემიური კრედიტის მინიჭებას. 

 

ნარკოპოლიტიკა კვლავ უსამართლოდ მკაცრი და არაჰუმანურია. წელიწადზე მეტია, შეჩერებულია ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა. საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ მიდგომების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების მიმართ კვლავ რეპრესიული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა  მოქმედებს. გამოწვევად რჩება ნარკოტიკული დანაშაულების სრულყოფილი გამოძიების, გამოყენებულ სასჯელთა პროპორციულობის, ნარკომომხმარებელთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.

 

ტრენინგის მიზანია, სისხლის სამართლის ადვოკატებთან ერთად მოქმედი ნარკოპოლიტიკის გამოწვევების განხილვა, ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსის განხილვა, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს არაჰუმანურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის. ამ მიზნით, ტრენინგის ფარგლებში მიმოხილული იქნება  ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით საკანონმდებლო და მართლმსაჯულების პრობლემები, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, წამალდამოკიდებულების მკურნალობასთან დაკავშირებული მიდგომებისა და ზიანის შემცირების საკითხები.

ფორმატი:

მოხსენება/დისკუსია;

ტექნიკური დეტალები:

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 30.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 10:00-17:00 საათი.

მონაწილეთა შერჩევა:

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა.

ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ სისხლის სამართლის, ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებს, რომლებიც აწარმოებენ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებს. მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტრენინგისთვის განკუთვნილი სააპლიკაციო ფორმების შეფასების საფუძველზე.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შევსებული სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 27 ნოემბერი, შემდეგ მისამართზე: [email protected].

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „ტრენინგი სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის.“

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706

ელ-ფოსტა:[email protected] 

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/